ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სპორტული ღონისძიებები გაიმართა

აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის რეგიონულმა ოლიმპიურმა ორგანიზაციამ, სპორტის სხვადასხვა სახეობებში ღონისძიებები გამართა.
აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ სპორტულ აქტივობებში გამარჯვებული ახალგაზრდები მედლებით, სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს.
ღონისძიება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა და მასში აფხაზეთის №2 და ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.