ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალი წლის დღეების ფარგლებში, საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალი წლის დღეების ფარგლებში, საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობს. აღნიშნული ღონისძიებები სხვადასხვა ადგილას იმართება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სადღესასწაულო განწყობის შექმნას ემსახურება.
დღეს ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში საახალწლო კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ადგილობრივი შემსრულებლები, სტუდია „ჰარმონია“, ზურაბ ცინცქილაძე, ხელოვნების სკოლის მასწავლებლები და მათი აღსაზრდელები. კონცერტის მონაწილეებმა მრავალფეროვანი პროგრამა წარადგინეს და დამსწრე საზოგადოებას ზღაპრული საახალწლო განწყობა შეუქმნეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები და პატარა მაყურებლები.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა