რა ხდება წალენჯიხაში? – “ეს ჩვენი მართველობის ოთხი წლის განმავლობაში, რომ მომხდარიყო ერთხელ მაინც, არათუ ახალი წლის ღამეს!..” – თამარ ბელქანია

ისტორიკოსი, წალენჯიხის მერის ყოფილი მოადგილე, თამარ ბელქანია, წალენჯიხაში შექმნილ პრობლემებს ეხმაურება. წალენჯიხელების ნაწილი წერს, რომ მესამე დღეა სამყაროს არიან მოწყვეტილნი, არც ელექტროენერგია აქვთ, არც წყალი, არც ინტერნეტი, არც გზა და როგორც ირკვევა, საახალწლო კონცერტიც გადადებულა.
თამარ ბელქანია:
იცით რაზე მწყდება გული? ამ წუთებში არც ჯგალშია შუქი და არც ზღვაიაში, არც წალენჯიხის, ჯვარის, საშანოს ნაწილში. უბრალოდ წუთით წამოიდგინეთ ეს ჩვენი მართველობის ოთხი წლის განმავლობაში, რომ მომხდარიყო ერთხელ მაინც თუნდაც ერთი დღე, არათუ ახალი წლის ღამეს! ახალი წლის კონცერტი, რომ გადამედო?!! ძვირფასო ოპონენტებო. გულწრფელად თქვით რა იქნებოდა თქვენი რეაქცია!! დაანონსებული კონცერტი გადადეთ და ვითომ არაფერი. არ ვამბობ, ნიშნის მოგებით, მაგრამ მხოლოდ ღმერთმა და ჩემმა შვილმა იცის რა გამოვიარეთ! უფრო ზუსტად. რა გამოატარეთ ჩემი შვილი და მშობლები! მაგრამ, მთავარი ის არის, რომ გამოვიარეთ ღირსეულად და დავტოვეთ კვალი, კვალი თუნდაც თოვლში, რომელიც უკვე გაკვალულია! ცალკე ვულოცავ წალენჯიხასა და წალენჯიხელებს დამდეგ 2026, ვუსურვებ იმ რესურსის გამოყენებას, რომელიც რეგიონს გააჩნია!

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს