არქივი12 ივნისი, 2025, 10:52
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, ერგეს საბავშვო ბაღის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, ერგეს საბავშვო ბაღის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
საბავშვო ბაღი 200 აღსაზრდელზეა გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი, სამშენებლო სამუშაოები 2026 წელს დასრულდება.
სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინდია დიასამიძე, საკრებულოს და მერიის სამსახურის წარმომადგენლები გაეცნენ.
არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.