ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრა მოახლოებული ტურისტული სეზონის სამზადისთან დაკავშირებით გაიმართა, მერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურული მზადყოფნის, სერვისების ხარისხის გაუმჯობესებისა და ტურისტული ნაკადების მომსახურების პროცესის კოორდინაციაზე. განიხილეს არსებული რესურსების ეფექტიანად გამოყენება, უსაფრთხოების ზომების დაცვა, დასუფთავებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის საკითხები.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერის მოადგილეები და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები. მონაწილეებმა დასახეს კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში ტურისტული სეზონის ორგანიზებულ და წარმატებულ მიმდინარეობას.
Previous: მიხეილ მესხი: ეკა ხერხეულიძემ შემოგვთავაზა, ბოდიშს თუ მოუხდითო. მეთქი რაზე მოვიხადოთ ბოდიში? პარლამენტარებს გზა რომ გადაუკეტეთ და დისკომფორტი შეუქმენითო

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო მშვიდობაძე: საუბარი იმაზე, რომ ფორმა ინდივიდუალურობას უკარგავს ბავშვს, წმინდა წყლის დემაგოგიაა, რადგან ევროპის, ამერიკის და საქართველოს კერძო სკოლებში მოსწავლეები ფორმებით დადიან და რა გამოდის, ამ მოწონებულ ევროპასა და ამერიკაში ბავშვები ინდივიდუალობადაკარგულები არიან?!