ხაჩიძე: ძალიან მნიშვნელოვანია ხვალინდელი შეკრება. ამ პასუხისმგებლობას გრძნობს ყველა ქართველი

დღევანდელმა პროვოკაციამ გამოიწვია საზოგადოება. დარწმუნებული ვარ, არავის სძინავს დღეს საქართველოში. ძალიან კარგად დაინახავს ხვალ მსოფლიო და შიდა და გარე მტრები, რომ ქართული სახელმწიფო ისე, როგორც არასოდეს ფეხზე დგას, იცავს კონსტიტუციას, კანონს ჩვენი პოლიცია, – ამის შესახებ მუსიკოსმა ზურა ხაჩიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მან ხვალინდელი სახალხო შეკრების მნიშვნელობაზეც ისაუბრა

„ძალიან მნიშვნელოვანია ხვალინდელი შეკრება. ამ პასუხისმგებლობას გრძნობს ყველა ქართველი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ისე როგორც არასდროს, დღეს დგას ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი დამოუკიდებლად ჩამოყალიბებისა და მსოფლიო პოლიტიკაში ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათ, ჩვენი სიტყვა უნდა გავაგონოთ იმ ადამიანებს, რომლებიც აქამდე ცოტა ზევიდან გვიყურებდნენ, როგორც დაბალი დონის ქვეყანას“, – განაცხადა ხაჩიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – აშშ-ის რეაქცია მიუთითებს, რომ საქართველოს გადარჩენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმისა და ივანიშვილის გარეშე – ამ ყველაფერს, დარწმუნებული ვარ, კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები მოჰყვება აშშ-ისგან

ვახტანგ ნაცვლიშვილი: იმას, რასაც ნოდარ დუმბაძის გარშემო მთავრობა აკეთებს, ჰყავს უმთავრესი ადრესატი: შუა ხნის კაცები, რომელთა დიდი უმრავლესობა ან დაბალანაზღაურებადი მუშახელია, ან უმუშევარია, ან ფეხზე იმით დგას, რომ ოჯახის წევრები არიან ემიგრაციაში