ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხატია დეკანოიძე - ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მოვიდეს აქციაზე - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონის მიღება მიზნად ისახავს რუსეთიზაციას

ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მოვიდეს აქციაზე. ამ კანონის მიღება მიზნად ისახავს რუსეთიზაციას, რაც ძალიან დიდი საფრთხეა, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ პირველი რესპუბლიკის მოედანზე განაცხადა, სადაც ის მოქალაქეები იკრიბებიან, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან.
მისივე თქმით, ეს არის მორიგი მნიშვნელოვანი პროტესტი, რომელიც ეხება რუსულ კანონს.
“თუ ხელისუფლება ამ კანონს მიიღებს, საკონსტიტუციო სივრციდან გავა. საქართველოს კონსტიტუციით ჩვენ დადგენილი გვაქვს, რომ საქართველო უნდა ესწრაფოდეს ევროინტეგრაციას, ჩვენ კი ვხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილს გამალებით სურს საქართველო რუსეთისკენ შემოაბრუნოს. ეს არის ის, რასაც ვადევნებთ თვალს ბოლო დღეებში. იცით, ახალგაზრდებს ყოველდღე აქვთ აქციები. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მოვიდეს აქციაზე. ამ კანონის მიღება მიზნად ისახავს რუსეთიზაციას, რაც ძალიან დიდი საფრთხეა",-აღნიშნა დეკანოიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.