ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხაშურში ,,გომი ჰესების“ მშენებლობას შპს „ენ-სი ჯგუფი 2022“ გეგმავს

ხაშურში ,,გომი ჰესების“ მშენებლობას შპს „ენ-სი ჯგუფი 2022“ გეგმავს

ხაშურის მუნიციპალიტეტში მდ. მტკვარზე „გომი ჰესების“ კასკადის მშენებლობა იგეგმება. „გომი 1“ და „გომი 2“ ჰესების მშენებლობას შპს „ენ-სი ჯგუფი 2022“ აპირებს. კომპანიამ გარემოს ეროვნულ სააგენტოს პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი უკვე წარუდგინა.
პროექტის მიხედვით, კალაპოტური ტიპის ორსაფეხურიანი „გომი ჰესების“ ჯამური დადგმული სიმძლავრე 30 მგვტ. იქნება. პროექტი ითვალისწინებს 110 კვ ძაბვის ქვესადგურების მოწყობასაც.
„საქართველოს მთავრობას და „ენ-სი ჯგუფი 2022“-ს შორის 2023 წელს გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, გომი ჰესის მოსაწყობად გათვალისწინებული იყო მდინარე მტკვრის მონაკვეთი 668-654 მ ნიშნულებს შორის. გარკვეული გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების გათვალისწინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გომის ორ საფეხურად მოწყობის შესახებ“, - აღნიშნულია დოკუმენტებში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.