ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ 2022-2024 წლებში, 14 მიწის ნაკვეთი, 5 სახლი და 15 ავტომობილი შეიძინა
n.news.genews.ge-ის არქივი
ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ 2022-2024 წლებში, 14 მიწის ნაკვეთი, 5 სახლი და 15 ავტომობილი შეიძინა.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ამჟამად ის მიწის ნაკვეთებს ფლობს როგორც ხაშურში, ისე ხაშურის სოფლებში - ოსიაურში, წრომში, კოდისწაყოროში, გომში და აგარებში. რამდენიმე ნაკვეთზე მან კომერციული ფართები ააშენა. ჯამში კი, მის სახელზე რეგისტრირებულია ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარე 162 717 კვ.მეტრი ფართობის მიწები.
რაც შეეძება სახლებს, გამრეკელმა 4 სახლი იყიდა ხაშურში, ხოლო ერთი - ბაკურიანში.
ბოლო სამ წელში კი, მან 9 მსუბუქი და 6 სატვირთო ავტომობილი შეიძინა.
გასული წლის ბოლოს, გამრეკელმა "ბანკი ქართუსგან" 5 წლის ვადით 1 700 000 ლარი სესხად აიღო.
აღსანიშნავია, რომ ლევან გამრეკელი ბიზნეს-საქმიანობას აგრძელებს საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ყოფნის პარალელურად. როგორც მისი დეკლარაციიდან ვიგებთ, მან გასულ წელს სამეწარმეო საქმიანობიდან 3 480 000 ლარი მიიღო. ასევე, 2024 წელს 50 000 დოლარის მოგება მიიღო საკუთარი ფერმიდან და 39 778 ლარი ხელფასის სახით ხაშურის ბიუჯეტიდან.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.