ხატია სიჭინავას კორუფციაში ბრალდებული ლევან ახობაძის უდანაშაულობის სჯერა (ვიდეო)

გირაოთი გათავისუფლებული სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, ლევან ახობაძე სახლში ჯერ არ მისულა – კორუფციაში ბრალდებულის სახლთან “ტვ პირველის” გადამრებმა ჯგუფმა მისი ოჯახის წევრები და ახლობლები ჩაწერა. ერთ-ერთი ვისაც, “პირველებმა” კითხვები დაუსვა “ოცნების” მხარდამჭერი და ტელეწამყვანი ხატია სიჭინავაა.

სიჭინავა ტელეკამერების წინ ირწმუნებოდა, რომ კორუფციაში ბრალდებული ახობაძის უდანაშაულობის სჯეროდა და ისიც ზუსტად იცოდა, რომ ახობაძეს გაამართლებდნენ.

სიჭინავას ეჭვი ეპარება, რომ სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს ყოფილი ან მოქმედი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ჩვენება მიეცა და ამის გამო გათავისუფლებულიყო.