ხატია დეკანოიძე ოქრუაშვილის დაკავებაზე - ივანიშვილი სტრატეგიულად კი არა, ბრტყლად ფიქრობს და აკეთებს იმას, რაც ჩაიფიქრა - ჩაიფიქრა ყველა იმ ადამიანის განადგურება, ვისაც მისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია

ივანიშვილი სტრატეგიულად კი არა - ბრტყლად ფიქრობს და აკეთებს იმას, რაც ჩაიფიქრა - ჩაიფიქრა ამ ქვეყანაში ყველა იმ ადამიანის განადგურება, ვისაც რისკის აღება შეუძლია და მისთვის წინააღმდეგობის გაწევა,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.
აღნიშნულით ის იმ ფაქტს ეხმაურება, რომ სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა.
„ოქრუაშვილი დაიჭირეს საქართველოს ღალატის კომისიაზე მიუსვლელობის გამო.
ივანიშვილი სტრატეგიულად კი არა - ბრტყლად ფიქრობს და აკეთებს იმას, რაც ჩაიფიქრა.
ჩაიფიქრა ამ ქვეყანაში ყველა იმ ადამიანის განადგურება, ვისაც რისკის აღება შეუძლია და მისთვის წინააღმდეგობის გაწევა“,- წერს დეკანოიძე.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.