ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიკა გვარამია - ჩვენ არ გვაქვს სასამართლო და მართლმსაჯულება, ეს არის ხელისუფლების დანამატი, რომელიც იმას აკეთებს, რასაც ივანიშვილი იტყვის - იმედი მაქვს, რეჟიმი სწრაფად და რადიკალურად ჩამოიშლება

ნიკა გვარამია - ჩვენ არ გვაქვს სასამართლო და მართლმსაჯულება, ეს არის ხელისუფლების დანამატი, რომელიც იმას აკეთებს, რასაც ივანიშვილი იტყვის - იმედი მაქვს, რეჟიმი სწრაფად და რადიკალურად ჩამოიშლება

სასამართლო და მართლმსაჯულება ჩვენ არ გვაქვს, ეს არის ხელისუფლების დანამატი, რომელიც იმას აკეთებს, რასაც ივანიშვილი იტყვის. იმედი მაქვს, რეჟიმი სწრაფად და რადიკალურად ჩამოიშლება, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა. ის გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესს დაესწრება.
როგორც ნიკა გვარამია აღნიშნავს, რეჟიმის სწრაფი ჩამოშლა მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიტანს საქართველოსა და რეგიონისთვის.
„სასამართლოსგან სერიოზული მოლოდინები არ გვაქვს. სასამართლო და მართლმსაჯულება ჩვენ არ გვაქვს, ეს არის ხელისუფლების დანამატი, რომელიც იმას აკეთებს, რასაც ივანიშვილი იტყვის. იმედი მაქვს, რეჟიმი სწრაფად და რადიკალურად ჩამოიშლება, ეს კი მოიტანს მნიშვნელოვან ცვლილებებს საქართველოსა და რეგიონისთვის.
მე აქ ვარ იმისთვის, რომ მზია ამაღლობელს მხარი დავუჭირო, პროცესზე შევიდე, ასევე შევხვდე ევროპარლამენტის წარმომადგენლებს, რომლებიც აქ არიან. ვიცნობ და მთხოვეს ჩამოსვლა. ასევე, მხარი დავუჭირო მზიას წარდგენას სახაროვის პრემიაზე, რაც ევროპარლამენტის პრეროგატივაა“, - აღნიშნა გვარამიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.