ხატია დეკანოიძე - კრიმინალური სამყარო ვერ დაალაგეს - ივანიშვილი ძალიან უკმაყოფილოა ზოგადი ტენდენციებით, მდინარაძე კი არა, მალე მზარეულადაც ისევ ამ ხუთი კაციდან დანიშნავს ვინმეს - „ქოცები“ ლპებიან

კრიმინალური სამყარო ვერ დაალაგეს - ივანიშვილი ძალიან უკმაყოფილოა ზოგადი ტენდენციებით. მდინარაძე კი არა, მალე მზარეულადაც ისევ ამ ხუთი კაციდან დანიშნავს ვინმეს. „ქოცები“ ლპებიან,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე წერს, რითაც სუს-ის უფროსად მამუკა მდინარაძის წარდგენას ეხმაურება.
„კრიმინალური სამყარო ვერ დაალაგეს; ციხეში სერიოზული პრობლემები შექმნა ბაჩიაშვილმა; ფულის საკითხის ამოღება აუფეთქდათ; ივანიშვილი ძალიან უკმაყოფილოა ზოგადი ტენდენციებით. მდინარაძე კი არა, მალე მზარეულადაც ისევ ამ ხუთი კაციდან დანიშნავს ვინმეს. „ქოცები” ლპებიან“,- წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ანრი ოხანაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა. აღნიშნულ პოზიციაზე პრემიერმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე წარადგინა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.