ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,, ეს არის ივანიშვილის “მშვიდობა” – ხატია დეკანოიძე

,, ეს არის ივანიშვილის “მშვიდობა” – ხატია დეკანოიძე

ნაცმოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე:
,,ფსბ-ს გზავნილი, რომ “ტერორისტული აქტისთვის” ყირიმის ხიდზე საქართველოს ტერიტორია იყო გამოყენებული – ირიბად დაადასტურა მდინარაძემ. “ყველა ქვეყანა საკუთარი სპეცსამსახურების ინტერესებიდან გამოდის”.
შეგახსენებთ, რომ ქოცები კატეგორიულად უარყოფდნენ სანქციების თავიდან არიდებას ჩვენი ქვეყნის გავლით რუსეთის მიერ, ხოლო რუსეთის ფსბ-ს ძალიან საშიშ განცხადებას – ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ხსნიან.
რუსები მსგავს განცხადებებს კონკრეტული მიზნებისთვის აკეთებენ. ჩვენ არ გვყავს მოკავშირე, ვინც საქართველოს დაიცავს, როგორც 2000 იან წლებში, როცა ამერიკელებმა ანტიტეროსტული ცენტრის საკუთარი პროტექტორატით რუსებს გაუგზავნეს სიგნალი.
ეს არის ივანიშვილის “მშვიდობა”.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.