ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხატია დეკანოიძე: იმისთვის, რომ აშშ -სთან დალაგების მცდელობად გაეყიდა პროპაგანდას - უმძიმესი სურათი მიიღეს

ხატია დეკანოიძე: იმისთვის, რომ აშშ -სთან დალაგების მცდელობად გაეყიდა პროპაგანდას - უმძიმესი სურათი მიიღეს
პოლიტიკოსი ხატია დეკანოიძე:
ეს ვიდეოც ივანიშვილის მმართველობის საზარელ სახეს აჩვენებს.
ქოცებს არ აინტერესებთ საკუთარის სისტემის მსახური ადამიანებიც.
არ შეწუხდნენ გამოუცდელ ადამიანზე, ქალზე, რომელსაც მთელმა ქოცურმა სისტემამ დაავალდებულა იმ ენაზე ელაპარაკა, რომელიც არ იცის და საშინელ, უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო.
იმისთვის, რომ აშშ -სთან დალაგების მცდელობად გაეყიდა პროპაგანდას - უმძიმესი სურათი მიიღეს.
მოუმზადებლად დასვეს მთელი მსოფლიოს წინაშე და ასე გაამასხარავეს.
არსებობს თარჯიმანი, არსებობს პროტოკოლი. არსებობს ეთიკა, წესი, კულტურა და თავმოყვარეობა.
მაგრამ ასე ველურად ექცევიან თავის სისტემის ნაწილაკებსაც. სამაგიეროდ, პროპაგანდისთვის გამოიყენეს.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.