ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხატია დეკანოიძე - გიორგი ბარამიძეს იჭერენ „სამშობლოს ღალატისთვის“, რომელიც რუსებმა დაუსწრებლად გაასამართლეს - ამ სიგიჟეში აცხოვრებს ხალხს ივანიშვილი

ხატია დეკანოიძე - გიორგი ბარამიძეს იჭერენ „სამშობლოს ღალატისთვის“, რომელიც რუსებმა დაუსწრებლად გაასამართლეს - ამ სიგიჟეში აცხოვრებს ხალხს ივანიშვილი

გიორგი ბარამიძეს იჭერენ „სამშობლოს ღალატისთვის“, რომელიც რუსებმა დაუსწრებლად გაასამართლეს - ამ სიგიჟეში აცხოვრებს ხალხს ივანიშვილი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ფარცხალაძე ჰყავდა ივანიშვილს მთავარი პროკურორი - რუსეთის ჯაშუში და მოღალატე;

სიმონიანის „შეურაცხყოფისთვის“ ქართველებს დევნიან და სასამართლოში იბარებენ.

ქართული ეკონომიკა რუსეთს ჩამოკიდეს და ახალი გეორგევსკის გონორით გველაპარაკებიან.

ამ დროს, ბარამიძეს იჭერენ „სამშობლოს ღალატისთვის“, რომელიც რუსებმა დაუსწრებლად გაასამართლეს.

ამ სიგიჟეში აცხოვრებს ხალხს ივანიშვილი“, - წერს დეკანოიძე.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე ცოტა ხნის წინ საკუთარ საცხოვრებელ სახლში პროკურატურის წარმომადგენლებმა დააკავეს. როგორც დაკავებისას გიორგი ბარამიძემ განაცხადა, „უთხრეს, რომ დაკავებულია საქართველოს ღალატისთვის“.

19:00 საათზე, საქართველოს პროკურატურაში ჩანიშნულია ბრიფინგი.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.