ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თინა ბოკუჩავა - გიორგი ბარამიძის სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაპატიმრება განსაკუთრებული ცინიზმია რეჟიმისგან, რომელიც ღალატის ქრონიკას გვაჩვევს ყოველდღიურად

თინა ბოკუჩავა - გიორგი ბარამიძის სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაპატიმრება განსაკუთრებული ცინიზმია რეჟიმისგან, რომელიც ღალატის ქრონიკას გვაჩვევს ყოველდღიურად

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, გიორგი ბარამიძის სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაპატიმრება განსაკუთრებული ცინიზმია.

ბოკუჩავა გიორგი ბარამიძეს, მის მეუღლესა და ოჯახს სოლიდარობას უცხადებს.

თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილთან და გიორგი ბარამიძესთან გადაღებულ ფოტოს აზიარებს და წერს, რომ დღეს ორივე ციხეშია, „ორივე უსამართლოდ“.

„გიორგი ბარამიძის სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაპატიმრება განსაკუთრებული ცინიზმია რეჟიმისგან, რომელიც ღალატის ქრონიკას გვაჩვევს ყოველდღიურად, წულუკიანის კომისიით, გეორგიევსკის ტრაქტატით, ომის დაბრალებით, ჯარის ჩამოშლით, მეგობრების მოკვეთით, მტერთან ბოდიშით. რომელი ერთი გავიხსენოთ? ჩემი სრული სოლიდარობა გიას, მის არაჩვეულებრივ მეუღლეს და ოჯახს“,- წერს ბოკუჩავა „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხება აფხაზეთის ომზე ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას. აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.