ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხარკოვში სარაკეტო თავდასხმის შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები

რუსეთის არმიამ ხარკოვზე დაახლოებით ათი დარტყმა განახორციელა. ამის თაობაზე იტყობინება ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური ოლეგ სინეგუბოვი. მისი თქმით, თავდასხმა მოხდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, არიან დაშავებულები.
სინეგუბოვის თანახმად, დაღუპულია ოთხი პირი, კიდევ ორის ადგილსამყოფელი დგინდება.
ხარკოვის მერის, იჰორ ტერეხოვის თქმით, ერთი თავდასხმა მოხდა კერძო საწარმოზე. წინასწარი ცნობით, ერთი ადამიანი დაიღუპა, ექვსი დაშავდა. ხანძრის გამო ვერ მიაგნეს სამ დაკარგულს.
ტერეხოვი იტყობინება ასევე, რომ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასა და იმ ერთ კომუნალურ საწარმოზე თავდასხმის შესახებ, რომელიც ქალაქს ამარაგებს.
მისი თქმით, რუსეთის არმიამ თავდასხმა მოაწყო სოფელ ზოლოჩევზე, სადაც ორი პირია დაშავებული.
ხარკოვის ოლქზე ყოველდღიურად ხორციელდება რუსეთის არმიის თავდასხმა, ჩრდილო-აღმოსავლეთში მისი ჯარების იერიშის ფონზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.