ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხარკოვში სარაკეტო და დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, 25 სატვირთო მანქანა, ავტობუსი, ავტომობილები დაზიანდა და 7 ადამიანი დაშავდა

ხარკოვში სარაკეტო და დრონებით დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა 25 სატვირთო მანქანა, ერთი ავტობუსი და 3 კერძო ავტომობილი და დაშავდა 7 ადამიანი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, რუსები მთელი ღამის განმავლობაში უტევდნენ ხარკოვს და „შაჰედების“ ნამსხვრევები ოთხ ლოკაციაზე დაფიქსირდა. ამასთან, დღეს დილით მათ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 53 წლის მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, 25 სატვირთო მანქანა, ავტობუსი და 3 ავტომობილი დაზიანდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.