ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხარკოვში, დრონებით თავდასხმის შედეგად, მასშტაბური ხანძარი გაჩნდა

ხარკოვში, დრონებით თავდასხმის შედეგად, მასშტაბური ხანძარი გაჩნდა

ხარკოვის ნოვობავარსკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშის შედეგად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, ხანძარმა დაახლოებით 1500 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორია მოიცვა.
„„შაჰედის“ ტიპის მტრის დრონი სამოქალაქო საწარმოს ტერიტორიაზე მოხვდა. არსებული ინფორმაციით, ეს არის ხის გადამამუშავებელი საამქრო. დაზიანდა გაზსადენი, რომელიც ქარხანაში წარმოებისთვის გამოიყენებოდა. შედეგად ფართომასშტაბიანი ხანძარი გაჩნდა და გავრცელდა. ხანძრის ლიკვიდაციაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის 12-ზე მეტი დანაყოფი, ასევე ხარკოვის საკრებულოს ტექნიკა“, - განაცხადა საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამმართველოს დირექტორმა, ბოგდან გლადკიხმა.
მისივე ინფორმაციით, ხანძარი ორსართულიან შენობას მთლიანად მოედო. ასევე დაზიანებულია ახლომდებარე შენობები და სულ მცირე ორი ავტომობილი. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.