არქივი29 იანვარი, 2025, 10:09
რუსეთის ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში დრონებით თავდასხმის შედეგად ნავთობსაცავში ხანძარი გაჩნდა

რუსეთის ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში დრონებით თავდასხმის შედეგად ნავთობსაცავში ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ოლქის გუბერნატორზე, გლებ ნიკიტინზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ქალაქ ქსტოვოში მდებარე „ლუკოილ-ნიჟნინოვგოროდნეფტეოსინთეზის“ ნავთობის საცავში გაჩნდა.
ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის გუბერნატორის ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღამით საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე 104 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.