ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხარკოვსა და ოდესაზე დრონებით შეტევა იყო

ხარკოვსა და ოდესაზე დრონებით შეტევა იყო

რუსეთის ჯარებმა გასულ ღამით უპლოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინის ხარკოვის და ოდესის ოლქებზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები, არიან დაშავებულები.
ქალაქ ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, „შაჰედის“ ტიპის 8 დრონით დარტყმა იყო ქალაქის სლობოდსკის რაიონში მდებარე ტროლეიბუსების დეპოზე. დაშავდა ორი თანამშრომელი, რომლებიც ღამით მორიგეობდენ. განადგურებული, ან დაზიანებულია 18 ტროლეიბუსი. ტერეხოვის ცნობითვე, აფეთქებების ტალღამ დააზიანა ახლომდებარე 33 სახლიც.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შედეგად სულ მცირე 8 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა ჩუგუევის რაიონში.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატებით წუხანდელი შეტევის შედეგად ოდესის ოლქში განადგურებულია ფოსტის შენობა. მსხვერპლი არ არის.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.