ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოსკოვის მერი აცხადებს, რომ დედაქალაქზე დრონებით შეტევა აღკვეთეს

მოსკოვის მერი აცხადებს, რომ დედაქალაქზე დრონებით შეტევა აღკვეთეს

28 მაისს, შუაღამის შემდეგ აფეთქებები იყო მოსკოვის ოლქში. მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა დედაქალაქზე უკრაინული დრონებით შეტევის მცდელობას იგერიებს.
სობიანინის ტელეგრამ-არხზე შუაღამიდან დილის შვიდის ნახევრამდე გამოქვეყნებული ცნობების მიხედვით, საერთო ჯამში, 33 უპილოტო საფრენი აპარატი „გაანადგურეს“.
კონკრეტული დასახლებული პუნქტებიდან სობიანინმა დაასახელა მხოლოდ მოსკოვის ოლქის ქალაქი ზელენოგრადი, სადაც „წინასწარი ინფორმაციით სერიოზული დაზიანებები და დაშავებულები არ არიან“.
რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, ზელენოგრადში სულ მცირე ხუთი აფეთქება იყო. დაზიანებულია ტექნოპარკის შენობა. ზელენოგრადი მოსკოვის ცენტრიდან ჩრდილო-დასავლეთით, 37 კილომეტრში მდებარეობს.
დრონებით შეტევის გამო მუშაობა შეაჩერეს მოსკოვის შერემეტიევოს, ვნუკოვოს, დომოდედოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტებმა. დროებით დახურეს მოსკოვის ოლქის მეზობელი რეგიონების აეროპორტებიც.
უკრაინას მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.