ხარკოვზე რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა

4 იანვრის ღამეს ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედრის ფრაგმენტების აღმოჩენის შესახებ განაცხადა - რუსული საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა.
„ტრაგედიის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება“, - წერს ხარკოვის მერი ტელეგრამზე.
დაღუპულთა შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. ორი დღით ადრე, მრავალსართულიან კორპუსზე რაკეტებით შეტევის შედეგად 30-ზე მეტი მოქალაქე დაშავდა. მათგან ნაწილი კლინიკებშია გადაყვანილი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის ბოლო 24 საათში 20-ზე მეტი შეტაკება მოხდა.
ფორუმი
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.