ხარკივზე რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაშავდა

რუსული ძალები კვირას, 3 ნოემბერს, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკივსა და მის მიმდებარე რეგიონს, მართვადი საჰაერო ბომბებით თავს დაესხა. შედეგად, მინიმუმ, 15 ადამიანი დაშავდა, – განაცხადა ხარკივის რეგიონის გუბერნატორმა ოლეჰ სინიეჰუბოვმა.
თავდასხმამ დააზიანა ორი საცხოვრებელი კორპუსი და ინფრასტრუქტურული ობიექტის ფანჯარა, ორი სუპერმარკეტი, კაფე, 21 ჯიხური და სავაჭრო ცენტრი.
ხარკივში დაშავებულთა შორის იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი თანამშრომელი, თქვა გუბერნატორმა.
ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი, რუსეთის საჰაერო თავდასხმების ხშირი სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.
სინიეჰუბოვმა თქვა, რომ რუსულმა ძალებმა ძლიერ დააზიანა ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი კივშარივკაში, კუპიანსკთან მდებარე პატარა ქალაქში, ხარკივის აღმოსავლეთით.
რეგიონული პოლიციის ხელმძღვანელმა, ვოლოდიმირ ტიმოშკომ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო