ოდესაში რუსეთის იერიშის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა

ოდესაში რუსეთის იერიშის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოდესის საოლქო პროკურატურის ცნობით, დაშავებულებს შორის ორი ბავშვია.
რუსული ძალების თავდასხმის შედეგად, ოდესაში საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები და ავტომობილები დაზიანდა, მათ შორის 10 ავტომობილი სრულად დაიწვა.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა ოდესაზე იერიში დრონების გამოყენებით დღეს ღამით განახორციელეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო