“ხარება დასანქცირებულია და დასეირნობს – რა მოიტანა სანქციებმა? – გიორგი გაბუნიას კითხვა და პრეზიდენტის პასუხი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას კითხვებს პასუხობს.
-სანქციებზე მინდა გკითხოთ, ვერ ვნახე ეფექტი სანქციების, ხარება დაასანქცირეს და მშვენივრად დასეირნობს, აკეთებს ისევ იგივე საშინელ საქმეს, სხვებიც დასანქცირებულნი არიან და რა მოიტანა ამან? არსებობს სანქციები, რომელზედაც ხალხი დავინახავთ, რომ იქონია ეფექტი, აი, რაღაცას ქართული ოცნება ვეღარ აკეთებს სანქციების გამო. ამ სანქციებს თვითონაც დასცინიან. ცოტა მოსახლეობაშიც იმედი ქრება. მგონი ეფექტი ვერ მოიტანა.
-ეს სანქციები არ არის, ეს არის ვიზის შეზღუდვა მხოლოდ. არ ყოფილა სანქციები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რეალურად არიან ამ ხელისუფლების ახლო ბიზნესწრეები და არ ყოფილა სანქციები იმ ადამიანებისთვის, რომლებმა დღეს გააყალბეს არჩევნები. ეს არის ეფექტური სანქციები, რაც შეიძლება იქნას მიღებული. მე ნაკლებად მჯერა ევროკავშირის პერსონალური სანქციების სანქციების. შეიძლება იყოს შეზღუდვები სხვა ფორმით, ყველა იმ დახმარებებზე, რაზეც ჩვენი ბიუჯეტი და ჩვენი პროგრამები ძალიან დამოკიდებულია. ესეც გააძლიერებს ეკონომიკურ და ფინანსურ კრიზისს. პერსონალური სანქციები ბევრად უფრო რთულია ევროკავშირისთვის, რომელიც დამოკიდებულია კონსენსუსის წესზე და 27 ქვეყანაზე. ამერიკა ამ ინსტრუმენტს უფრო კარგად მართავს. მე რამდენადაც ვიცი, მიმდინარეობს საუბრები და მოლაპარაკებები ამერიკასა და ევროკავშირს შორის იმის შესახებ თუ, რა შეიძლება გაკეთდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

სტეფანე: ქვეყანა აქციეს ჯოჯოხეთად. ყველა ვინც ამ პროპაგანდაში მონაწილეობთ, მნიშვნელობა არ აქვს პროფესიას. მაგ პროპაგანდისტულ არხებზე, წამყვანი იქნება, პროდიუსერი, მუსიკოსი თუ სხვა… ყველას თქვენი წვლილი გაქვთ ამ ყველაფერში

ირაკლი კობახიძე ვახო სანაიაზე – ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი, რასა იუკნევიჩიენესა და სხვა ევროპელი დეპუტატების განცხადებები კი საერთოდ არ არის საინტერესო