გიორგი ვაშაძე – პროტესტის 24 საათი იწურება 20:00 საათზე, მაგრამ კონკრეტულ ნაბიჯებთან დაკავშირებით განცხადებას გავაკეთებთ პრეზიდენტის ბრიფინგის შემდგომ – ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება

ოპოზიციური ლიდერები სამოქმედო გეგმის შესახებ განცხადებას პრეზიდენტის ბრიფინგის შემდეგ გააკეთებენ.
ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჭავჭავაზის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგის შემდეგ ოპოზიციური ლიდერები კონკრეტულ ნაბიჯებსა და გეგმაზე ისაუბრებენ.
„ჩვენ 20:00 საათზე ველოდებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, ამის შემდგომ ოპოზიციური ლიდერები გავაკეთებთ განცხადებას შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით. [პროტესტის] 24 საათი იწურება 20:00 საათზე, მაგრამ ჩვენს კონკრეტულ ნაბიჯებთან დაკავშირებით განცხადებას გავაკეთებთ უკვე პრეზიდენტის ბრიფინგის შემდგომ. ჩვენც გვაინტერესებს მისი საჯარო განცხადება რასთან დაკავშირებით იქნება, დაახლოებით ვიცით. ჩვენ გვაქვს გარკვეული ნაბიჯები, რომელსაც შემოგთავაზებთ და ყველამ ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება უკვე შემდგომ გეგმასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)