ხარაგაულში მილიონ ლარიანი სკვერი ჩამოიშალა, ნანგრევებში ჩავარდნილი ბავშვი კი ადიდებული მდინარიდან ამოიყვანეს

ხარაგაულში მილიონ ლარიანი სკვერი ჩამოიშალა, ნანგრევებში ჩავარდნილი ბავშვი კი ადიდებული მდინარიდან ამოიყვანეს – ამის შესახებ Infoimereti ნაციონალური მოძრაობის ხარაგაულის ორგანიზაციის თავმჯდომარეზე დაყრდნობით წერს.
🔴 შემთხვევა ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქუჩაზე მოხდა.
💬 “გუშინ კინოთეატრთან მომხდარი ფაქტი აღარ შეიძლება უბედურ შემთხვევად ჩაითვალოს. ეს არის შედეგი სისტემური დაუდევრობის, სადაც ადამიანების უსაფრთხოება ფორმალურად და ისიც მხოლოდ ქაღალდზეა.
2025 წლის აპრილში დაუმთავრებელი და სიცოცხლისთვის საშიში სკვერი, რომლის ღირებულება მილიონ ლარამდეა, გუშინ ჩამოიშალა. მადლობა ღმერთს, რომ მსხვერპლი არ არის. ნანგრევებში ჩავარდნილი ბავშვი გაბედული ადამიანების დამსახურებით სასწაულად გადაურჩა ადიდებულ მდინარე ჩხერიმელას. პროექტი, რომლითაც თავს იწონებდა მერია, დაუმთავრებელია, რაც ვიდეოზე კარგად ჩანს. რა მოხდებოდა კედელი ბოლომდე რომ ჩაესხათ? რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას არავინ აიღებს, ეს ხომ “წყალდიდობის” ბრალია.
თუ გახსენდებათ ვინმეს, მერია პასუხს აგებდეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების უხარისხობაზე, რომელსაც დიდი ზარ-ზეიმით ხსნის და ორ-სამ თვეში ინგრევა,” – თქვა თორნიკე ავალიშვილმა.
🔴 როცა ასეთი ამბის შემდეგ ხმა არ ისმის საზოგადოებაში, კიდევ უფრო ღრმავდება უნდობლობა, ეს აღარ არის ერთი სკვერის პრობლემა, ეს არის სისტემა, სადაც პასუხისმგებლობა იკარგება, ხმები ჩუმდება და შედეგს ყველაზე დაუცველები იხდიან”, – განაცხადა ავალიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს