ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოში ყოველი მე-3 ბავშვი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს

საქართველოში ყოველი მე-3 ბავშვი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს
BPN სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2025 წლის აგვისტოს მონაცემებით, სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში საარსებო შემწეობას 278 628 ბავშვი იღებს (0-დან 18 წლის ჩათვლით), ამ ასაკობრივ ჯგუფში სულ 880 633 ადამიანია რეგისტრირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ყოველი მე-3 ბავშვი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს
➡️ ასევე, 2025 წლის სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, საქართველოში სოციალურად დაუცველთა ბაზაში 379 957 ბავშვი ირიცხება
💬 „სიღარიბე კვლავ ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა ქვეყანაში, რაც, თავის მხრივ, ადამიანის ყველა უფლების რეალიზაციაზე ახდენს უარყოფით გავლენას და კიდევ უფრო ამძიმებს მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობას“ — წერია სახალხო დამცველის ანგარიშში
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.