პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხანძარი ოზურგეთში – ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა

ხანძარი ოზურგეთში – ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა

დღეს დილით ხანძარი იყო ოზურგეთში, გმირთა მოედანზე. – წერს გურია ნიუსი.
ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
არსებული ინფორმაციით, სახლში ამ ეტაპზე არავინ ცხოვრობდა. ადგილზე მუშაობდა სახანძრო- სამაშველო სამსახურის ჯგუფები, თუმცა სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. ხსენებულ საცხოვრებელ სახლში ხანძარი ადრეც გაჩნდა. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მაისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.