პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანიაში თვითმფრინავი სახლს შეეჯახა – არის მსხვერპლი

გერმანიაში თვითმფრინავი სახლს შეეჯახა – არის მსხვერპლი

გერმანიაში სპორტული თვითმფრინავი საცხოვრებელი კორპუსის ტერასას შეეჯახა. როგორც Tagesschau იუწყება, შემთხვევა ქალაქ კორშენბროიხთან მოხდა. დაიღუპა ორი ადამიანი, მათ შორის თვითმფრინავის 71 წლის პილოტი. ინციდენტმა ხანძარი გამოიწვია.
ცნობილია, რომ პილოტი ქალი თვითმფრინავში მარტო იმყოფებოდა. იგი მიფრინავდა ტურინგიდან ქალაქ მენხენგლადბახში. ავარიამდე ცოტა ხნით ადრე მან განგაში გამოაცხადა.
მეორე გარდაცვლილი იმ სახლის მცხოვრებია, რომელსაც თვითმფრინავი შეეჯახა.
ავარიის გამომწვევ მიზეზებზე დასკვნები ჯერ არ არსებობს. გამოძიება გრძელდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ივნისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.