არქივი26 იანვარი, 2024, 09:37
ხანძარი ნუცუბიძის პლატოზე – საცხოვრებელი ბინიდან მსუბუქი დაზიანებებით გამოიყვანეს ერთი პირი
თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა. სამაშველო სამსახურმა ბინიდან მსუბუქი დაზიანებებით ერთი ადამიანი გამოიყვანა.
როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ეუბნებიან, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.