არქივი26 იანვარი, 2024, 09:43
ნუცუბიძის პლატოზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - მაშველებმა საცხოვრებელი ბინიდან ერთი ადამიანი გამოიყვანეს
თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე საცხოვრებელ ბინაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მაშველებმა საცხოვრებელი ბინიდან ერთი პირი გამოიყვანეს.
მათივე ინფორმაციით, მოქალაქეს მსუბუქი დამწვრობა აღენიშნება და მას დახმარებას სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმები უწევენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.