ხალხი ისევ მოატყუეს!” –

23
“ხალხი ისევ მოატყუეს!
აქციით ფასდაკლებული საქონლის დახლიდან დახლზე გადადება და ერთად თავმოყრა რომ გვეგონა, ესეც კი არ ყოფილა. როგორც აქამდე იყო, თურმე ახლაც უნდა იარო სუპერმარკეტების სივრცეში და ეძებო ფასდაკლების ნიშანი, რომ შედარებით იაფად იყიდო რაიმე პროდუქტი. ძველ სქემას სიახლედ გვაჩეჩებენ. აბა რა გეგონათ, რძის თაროზე მაკარონს ხომ არ შემოვდებთო, ამბობენ სუპერმარკეტები. აკი სოციალური კალათაო და ერთ კუთხეში იქნებაო?არ აწყობთ მასე-ერთად რომ დაალაგო, კი გამოჩნდება, რომ 15 დასახელების პროდუქტზე ფასდაკლების დაპირება ბლეფი იყო.
საოცრება მოვისმინეთ გუშინ: “ბი ემ ჯი”-ზე რითეილასოციაცია რომ ჰქვია,ანუ სუპერმარკეტების “ენჯეო”, მისმა უფროსმა განაცხადა, რომ პირობას ვდებთ, სუპერმარკეტებში დღეში ერთი დასახელების საქონელზე მაინც გვექნება ფასდაკლება იმ დაპირებული 15 პროდუქტიდანო. წარმოგიდგენიათ, 1 მაინც იქნება ფასდაკლებით 15-იდანო!
აი, ამ შედეგით დამთავრდა პარლამენტის “ფასკომის” მუშაობა. სუპერმარკეტები კი ძველებურად აგრძელებენ ერთმანეთში გარიგებას (ეს რომ შესაძლებელი ყოფილა, თავად დაამტკიცეს) და “ოცნების” პროპაგანდის სამსახურში ჩადგნენ.” – წერს სოციალურ ქსელში რომან გოცირიძე

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია