ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხაინდრავა "ფორმულას" წინააღმდეგ - პროკურატურამ "შაბათის ფორმულას" ოპერატორი გამოკითხვაზე დაიბარა

ხაინდრავა "ფორმულას" წინააღმდეგ - პროკურატურამ "შაბათის ფორმულას" ოპერატორი გამოკითხვაზე დაიბარა

გოგა ხაინდრავას მიმართვის საფუძველზე, "ფორმულას" წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, "შაბათის ფორმულას" ოპერატორი მიშო მარტაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

"ფორმულას" ინფორმაციით, მიშო მარტაშვილი გამოკითხვაზე ხვალ, 11:00 საათზეა დაბარებული.

ცნობისთვის, პროკურატურამ ტელეკომპანია "ფორმულას" წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით დაიწყო. გვარაკიძის უწყებას კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ მიმართა. ის ამტკიცებს, რომ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებმა იცრუეს, როცა  ტელეკომპანიაში ხაინდრავას მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულზე გააჟღერეს ინფორმაცია.

პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის ფაქტზე დაიწყო. ირკვევა, რომ გამოკითხულია თავად გოგა ხაინდრავაც.

საქმეზე დაიკითხა ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილიც.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.