ხათუნა ხოფერია: აზერბაიჯანში, რუსეთსა და უკრაინაში დედები ფიქრობენ — ხვალ იქნება თუ არა ომი

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, ხათუნა ხოფერია: მე, ახლა უკვე აღარ ვსაუბრობ როგორც ხათუნა ხოფერია, მე ვლაპარაკობ როგორც ქალი, დედა და ბებია. აზერბაიჯანში დღეს, ნებისმიერი დედა ფიქრობს იმაზე, ხვალ იქნება თუ არა ომი? ძალიან კარგად ვიცით, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ფეთქებადსაშიში სიტუაციაა. ავიღოთ რუსეთი, ყველა რუსმა დედამ იცის, რომ შეიძლება სექტემბერ-ოქტომბერში გამოცხადდეს მობილიზაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი შვილები წავლენ და მოკვდებიან. უკრაინელ დედას ვიღებ, რომლის შვილიც იქ არის და ყოველ დღე სიკვდილს ელოდება. …და მე არ უნდა ვიყო ამ მშვიდობისთვის ბედნიერი?! არ უნდა ვიყო ამ მშვიდობისთვის მადლობელი, რომ ღამით მშვიდად ვიძინებ და ვიცი, რომ ხვალ ჩემს შვილსა და შვილიშვილს ომში არავინ წაიყვანს და არ მომიკლავს? ვის აქვს უფლება, რომ მშვიდობით ტკბობის უფლება წამართვას, რომ ხელისუფლებას მხარში დავუდგე იმიტომ, რომ მშვიდობა მაქვს. ვის აქვს უფლება, ამის გამო დამცინოს?! ვის დავუდგე გვერდით, სააკაშვილს, რომელიც ამბობს, რომ ბიძინას მოტანილი მშვიდობა უბედურებააო? ესაა ანტისამშვიდობო პროპაგანდა.

წყარო: „აჭარა tv“

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ერთ მშვენიერ დღეს იქნება კონდიცია, როცა ყველა ერთად დაველაპარაკებით „ოცნებას“, ამ ვითარებაში არ არის, შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ გახარიას დეპუტატების ბედი პარლამენტში – ჩვენ ვართ პიკში მყოფი ავტორიტარიზმის პირობებში