ხავიერ მილეი ნიკოლას მადუროს დაკავების შესახებ გავრცელებულ ცნობებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა

არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი ნიკოლას მადუროს დაკავების შესახებ გავრცელებულ ცნობებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

მილეიმ სოციალურ ქსელში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეტყობინება გააზიარა, სადაც ნათქვამია, რომ “დიქტატორი მადურო დააკავეს და ვენესუელიდან გაიყვანეს”.

ამ პოსტს მილეიმ საკუთარი გზავნილიც დაურთო: “თავისუფლება წინ მიიწევს. დიდება თავისუფლებას”.

ხავიერ მილეი პრეზიდენტად არჩევამდეც მკაცრად აკრიტიკებდა მადუროს და მას დიქტატორად მოიხსენიებდა. არგენტინის სახელმწიფოს მეთაურის რანგში მილეიმ მადურო “კრიმინალად” შეაფასა და მისი მთავრობის საერთაშორისო იზოლაციის აუცილებლობა არაერთხელ დაადასტურა.

ცნობისთვის, ბოლო ერთი წლის განმავლობაში არგენტინამ საერთაშორისო ორგანიზაციებში მხარი დაუჭირა ინიციატივებს, რომლებიც ვენესუელაზე დიპლომატიური და სამართლებრივი ზეწოლის გაზრდას ისახავდა მიზნად.

ცნობისთვის, კარაკასზე მიტანილი საჰაერო იერიშის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო-სამართალდამცავმა ძალებმა ნიკოლას მადურო მის მეუღლესთან ერთად დააკავეს. ამჟამად მადურო ხომალდ USS Iwo Jima-ზე იმყოფება, რომელიც ნიუ-იორკისკენ მიემართება. პრესკონფერენციაზე ტრამპმა აღნიშნა, რომ ის ამერიკაში ნარკოტერორიზმთან დაკავშირებით ბრალდებების გამო სასამართლოს წინაშე წარსდგება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნორვეგიის საგარეო უწყება – რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი პოლიტიკური ინტეგრაციისა და მათი სრული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები შემაშფოთებელია და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს

ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს

მიხეილ სააკაშვილი: ელიზბარაშვილს აუკრძალეს წერილების წერა… ამ აკრძალვებმა დამიდასტურა ის, რომ ის “იმედის” ნაძირლებთან ქიშპობის გამო არ დაუჭერიათ. მას პროვოკაცია მოუწყვეს და ჩაკეტეს …