ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პიტ ჰეგსეთის განცხადებით, ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაციისთვის კარაკასში 200-მდე ამერიკელი სამხედრო იმყოფებოდა

პიტ ჰეგსეთის განცხადებით, ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაციისთვის კარაკასში 200-მდე ამერიკელი სამხედრო იმყოფებოდა

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის პიტ ჰეგსეთის განცხადებით, ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის დაკავების ოპერაციაში 200-მდე ამერიკელი სამხედრო მონაწილეობდა.
„ჩვენი 200-მდე საუკეთესო ამერიკელი კარაკასის ცენტრში შეიკრიბა“, - განაცხადა ჰეგსეთმა.
მისი თქმით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ იმ ღამეს კარგად არ იმუშავა.
“როგორც ჩანს, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ არც ისე კარგად იმუშავა კარაკასის ცენტრში და დააკავეს ამერიკული მართლმსაჯულების მიერ ძებნილი ბრალდებული პირი ისე, რომ არც ერთი ამერიკელი არ დაღუპულა“ - აღნიშნა ჰეგსეთმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.