ხაბეიშვილი ვერ თვლის, რომ 16%-ით ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში, მაგრამ ხომ არიან იქ სხვები, ვისაც ამდენის თვლა მაინც შეუძლიათ? – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობას” არჩევნებში გამარჯვება უნდა და, თან, მათი თავმჯდომარე 16%-იანი რეიტინგით ამაყობს.
„ხაბეიშვილი ვერ თვლის, რომ 16%-ით ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში, მაგრამ ხომ არიან იქ სხვები, ვისაც ამდენის თვლა მაინც შეუძლიათ? საზოგადოება ხედავს ამ ყველაფერს“, – აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქმით, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გამარჯვების უკვე მათ მხარდამჭერებსაც აღარ სჯერათ.
“2012 წლიდან მოყოლებული „ნაცმოძრაობა“ და მათ შორის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გამუდმებით საუბრობს იმაზე, რომ იგებენ არჩევნებს, მარცხდება „ქართული ოცნება“, თუმცა მათ უკვე რვა არჩევნები წააგეს და აუცილებლად წააგებენ მეცხრე, მეათე არჩევნებსაც და ასევე, გარანტირებულად წააგებენ მეთერთმეტე არჩევნებსაც”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ერთია სახელმწიფოს და მისი პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება და მეორეა ხალხის მიმართ დამოკიდებულება, სწორედ ამის გარჩევაა მნიშვნელოვანი, რასაც თავს გვახვევენ რუსოფობიის სახით, ეს არის პოლიტიკის გადატანა ხალხის მიმართ დამოკიდებულებაზე, მთავარია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სახელმწიფო, როგორც ასეთი და ერი, როგორც ასეთი