„მიშა პარტიაში არსად არ არის, მაგრამ როგორც თვითონ ამბობს და ყველა თანხმდება – ყველგან არის.. ხაბეიშვილი არის, მაგრამ – არსად არ არის“ – გია ხუხაშვილი
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.
„მიშა პარტიაში არსად არ არის, მაგრამ როგორც თვითონ ამბობს და ყველა თანხმდება – ყველგან არის…
ხაბეიშვილი არის, მაგრამ როგორც ყველა თანხმდება – არსად არ არის.
კეზერაშვილი და მერაბიშვილი არ ამბობენ, არც სხვები ამბობენ, მაგრამ როგორც ყველა თანხმდება – არიან…
და ბოლოს, კულმინაცია – მელია არც წასულა, არც გაუგდიათ, მაგრამ როგორც თვითონ არარსებული ხაბეიშვილი ამბობს – უბრალოდ არ არსებობს…
ამ სიტუაციას აქვს შესაბამისი კახური განმარტება, რომელსაც აქ ვერ დავწერ…“,- წერს გია ხუხაშვილი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ნოემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.