ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხაბეიშვილი: ბათუმში დგას ნავთობტანკერი - დატვირთულია "გაზპრომ ნეფტის" სანქცირებული დიზელით

ხაბეიშვილი: ბათუმში დგას ნავთობტანკერი - დატვირთულია "გაზპრომ ნეფტის" სანქცირებული დიზელით

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ახლა ბათუმის პორტში დგას გემი, რომელსაც სანქცირებული რუსული დიზელი გადააქვს.
მისი თქმით, ნავთობტანკერ - “Capibara”-ს 15 000 ტონა დიზელი გადააქვს.
ხაბეიშვილი ასევე წერს, რომ აღნიშნული ტვირთის მიღება-დალაგებას სუს-ის ხელმძღვანელი ანრი ოხანაშვილი აკონტროლებს.
"ივანიშვილი არ ჩერდება!!!
ამ წუთებში ბათუმის პორტში დგას ნავთობტანკერი - “Capibara”, რომელიც დატვირთულია 15 000 ტონა “Газпром нефть”-ის სანქცირებული დიზელით.
მომწოდებელი შუამავალი ოფშორული კომპანია “BONEX”-ია.
ამ სქემით და ერთი გემით, მინიმუმ 5 მილიონ ლარს მოიგებს ივანიშვილი…
ტვირთის უშუალო მიმღებ-დამლაგებელი არის ანრი ოხანაშვილი - “სუსის" დე ფაქტო ხელმძღვანელი, რომელმაც გადაიბარა წინა "მმართველის" აწყობილი კრიმინალურ-კორუფციული სქემა. ამის დასტურია სქემის მთავარი ფიგურანტის - გივი ქუთათელაძის თანამდებობაზე დატოვება ბათუმის ნავთობტერმინალში, არაფორმალურ “მაყურებლად”!!! - (რაღაც დეპარტამენტის უფროსად ჰყავთ გაფორმებული).
პ.ს. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ივნისში, გავასაჯაროვეთ ასეთივე ფაქტი და გასაჯაროების შემდეგ გემმა, რომელიც დატვირთული იყო სანქცირებული საწვავით სასწრაფოდ დატოვა ბათუმის პორტი და გაიპარა!!!", - წერს ხაბეიშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.