ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ამ წუთებში ბათუმის პორტში დგას ნავთობტანკერი – “Capibara” და დატვირთულია 15 000 ტონა “Газпром нефть”-ის სანქცირებული დიზელით” – ლევან ხაბეიშვილი

“ამ წუთებში ბათუმის პორტში დგას ნავთობტანკერი – “Capibara” და დატვირთულია 15 000 ტონა “Газпром нефть”-ის სანქცირებული დიზელით” – ლევან ხაბეიშვილი

ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი:

ივანიშვილი არ ჩერდება!!!
ამ წუთებში ბათუმის პორტში დგას ნავთობტანკერი – “Capibara”, რომელიც დატვირთულია 15 000 ტონა “Газпром нефть”-ის სანქცირებული დიზელით.
მომწოდებელი შუამავალი ოფშორული კომპანია “BONEX”-ია.
ამ სქემით და ერთი გემით, მინიმუმ 5 მილიონ ლარს მოიგებს ივანიშვილი…
ტვირთის უშუალო მიმღებ-დამლაგებელი არის ანრი ოხანაშვილი – “სუსის” დე ფაქტო ხელმძღვანელი, რომელმაც გადაიბარა წინა “მმართველის” აწყობილი კრიმინალურ-კორუფციული სქემა. ამის დასტურია სქემის მთავარი ფიგურანტის – გივი ქუთათელაძის თანამდებობაზე დატოვება ბათუმის ნავთობტერმინალში, არაფორმალურ “მაყურებლად”!!! – (რაღაც დეპარტამენტის უფროსად ჰყავთ გაფორმებული).
პ.ს. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ივნისში, გავასაჯაროვეთ ასეთივე ფაქტი და გასაჯაროების შემდეგ გემმა, რომელიც დატვირთული იყო სანქცირებული საწვავით სასწრაფოდ დატოვა ბათუმის პორტი და გაიპარა!!!
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.