ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნა და დაპირისპირება ენმ-ში – რას პასუხობს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის გუნდი აჯანყებულებს

ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნა ფოთში, საკრებულოს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს და მის მოადგილეს თანამდებობების დატოვებად დაუჯდათ. 29 ნოემბერს, მათ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას მალევე, მოქმედი მენეჯმენტის საპასუხო განცხადებაც მოყვა. დარეჯან ცქვიტარია და პაატა ჩაგანავა მოხსნეს და გადაწყვეტილება უკვე ოფიციალურადაც გააფორმეს.
პარტიის თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნა, მხოლოდ ფოთიდან არ ისმის. სხვა რეგიონების მსგავსად, დღეს იგივე პოზიცია თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებმაც დააფიქსირეს.ხაბეიშვილის წასვლის მოთხოვნას მათი მხრიდან ისიც დაემატა რომ პარტიაში ეს პოზიცია საერთოდ გაუქმდეს., საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების აზრით, ”ნაციონალურ მოძრაობას” დროებითმა მმართველმა ორგანომ უნდა უხელმძღვანელოს.
თანაპარტიელების მოთხოვნა ”ნაციონალური მოძრაობის” მენეჯმენტისთვის არასერიოზულია. ხაბეიშვილის გუნდში ამბობენ, რომ თავმჯდომარე არ გადადგება და არც დროებითი მმართველი ორგანო ჩამოყალიბდება. ისინი, ნიკა მელიას თანამოაზრეებს, ურჩევენ პარტიის დაზიანება შეწყვიტონ. ყოფილი თავმჯდომარის გუნდი კი პირიქით, პარტიის გახლეჩაში მოქმედ მენეჯმენტს ადანაშაულებს.
სახელისუფლებო გუნდი დარწმუნებულია რომ ”ნაციონალურ მოძრაობას” შიდა დაპირისპირება დაშლამდე მიიყვანს.ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ის, რაც ახლა ოპოზიციურ ძალაში ხდება, წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ სპექტრს მხოლოდ გააჯანსაღებს.
”ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება შიდა პარტიული არჩევნების ჩანიშვნის პარალელურად დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით