ლევან ხაბეიშვილის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნას “ნაციონალური მოძრაობის” რაიონული ორგანიზაციები უერთდებიან

ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, თემურ ბასილაიას განცხადებით, იმისთვის, რომ დაპირისპირება შეწყდეს, ხაბეიშვილი თანამდებობიდან უნდა გადადგეს.

“ამ პროცესს რომ წერტილი სამუდამოდ დაესვას, ხელახალი არჩევნებია საჭირო. ლევან ხაბეიშვილი უნდა გადადგეს და უნდა შეირჩეს პიროვნება, რომელიც ყველას გააერთიანებს, რომელიც პარტიას გააძლიერებს, სულისკვეთებას აღადგენს და პარტია იქნება მიმდინარე წლის საარჩევნო პროცესისთვის ბრძოლისთვის იქნება მზად”, – განაცხადა თემურ ბასილაიამ.
ჭიათურის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, გოგი ჩიკვილაძის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილი ვერ ასრულებს თავის მოვალეობას.
“ყველაფერს თავის საზღვარი აქვს. ბატონი ხაბეიშვილი ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, ამიტომ, უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. გადაგდეს და პასუხისმგებლობა აიღოს ხაბეიშვილმა ამ საკითხთან დაკავშირებით. 10 წლის განმავლობაში, არ ყოფილა ბრძოლა, რომელშიც არ ვყოფილვარ ჩართული და ასეთი იგნორი, რასაც ისინი აკეთებენ, მიუღებელია”, – განაცხადა გოგი ჩიკვილაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლაა

ერიკ ტრამპი: ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ საქმეს აკეთებთ, იმიტომ, რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს