ხაბეიშვილისა და სხვა პოლიტ-ძელეცებისთვის ხომ აქვთ სარჩო – ბუღაძე ფორმულას განცხადებაზე

ტელეკომპანია ფორმულაზე გადაცემა დაკარგული დროს ერთ-ერთი წამყვანი და მწერალი, ტელეკომპანიის განცხადებას ეხმაურება, სადაც გასართობი სეგმენტის შეზღუდვასა და საშტატო ოპტიმიზაციაზე წერენ და მას “უპასუხისმგებლო განმარტებას” უწოდებს.
“სრულიად უპასუხისმგებლო განმარტებაა. მავანი ხაბეიშვილისთვის და სხვა პოლიტ-ძელეცებისთვის ხომ აქვთ სარჩო და ხალხს, ვინც იბრძოლა და რუსთავი-2 ში არ დარჩა ან სხვა პროპ-მედიებს არ მიეყიდა, თურმე დელიკატურად ებოდიშებიან… არჩევნებია წინო”. – წერს ბუღაძე.
ფორმულამ 31 იანვარს განცხადება გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია “თებერვლისა და მარტის განმავლობაში ფორმატს შეიცვლის და მიმდინარე სატელევიზიო სეზონზე მთლიანად გახდება საინფორმაციო-ანალიტიკური შინაარსის”. მათივე ინფორმაციით, რეორგანიზაციის მიზეზი ფინანსური საკითხები და ქვეყანაში მედიის მიმართ მოქმედი რეგულაციებია.