არქივი30 სექტემბერი 2025, 13:38
ჭუბერში მანქანა მდინარეში გადავარდა, დაღუპულია ორი ადამიანი

ჭუბერში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულები ცოლ-ქმარი იყვნენ.
შემთხვევა გუშინ, 29 სექტემბერს მოხდა. მანქანა მდინარე ენგურში გადავარდა.
როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ დროისთვის მდინარიდან ორივე ცხედარი ამოყვანილია.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 სექტემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.