პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე, ალბი კორძაია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მოძრაობა ნაბიჯის დამფუძნებელ, ლუკა ჭოხონელიძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს და წერს, რომ აქვს ინფორმაცია გოგოს შესახებ, რომელიც მისი თქმით, ჭოხონელიძემ გააუპატიურა.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, დაიწყეს საკითხვის შესწავლა და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება ფაქტს.
“ლუკა ჭოხონელიძემ გოგო გააუპატიურა, გოგოს არ უნდა გამოჩენა, არ უნდა ამაზე საუბარი, მისი მესმის.
მე ამ ისტორიის მჯერა 100 პროცენტით რადგან, ეხლა იქნება ძალიან რთული წასაკითხი.
2023-ში ჩემმა მეგობრებმა წამიყვანეს ნაბიჯის ოფისში, მაკამ და თორნიკემ. ბავშვები იქ სვამდნენ, მეც დავლიე ერთი-ორი ჭიქა, მაგ პერიოდში ჩემს ბინაში რემონტები მქონდა და ძალიან გადაღლილი ვიყავი, წავედი სხვა ოთახში და პუფებში ჩავწექი.
გამეღვიძა შეგრძნებისგან რომ ვიღაც ხელებს მითათუნებდა სხეულზე, თავი რომ მოვატრიალე დავინახე, რომ ეს იყო ლუკა (იგორაშიც შემეშალა თავიდან, მაგ ისტორიას მეგობრებს რომ ვუყვებოდი ასე და ასე თქო და იმათმა იგორა მანდ საერთოდ არ ყოფილაო, ბოდიში იგორ, თქვენ ორი სულ მეშლებოდით) მოკლედ, ლუკამ თავი მოიკატუნა ვითომ ეძინა, რომ აერიდებინა ჩემთან გარჩევები, ალბათ.
გავედი ისევ იმ ოთახში, სადაც სვამდნენ. გავაღვიძე ჩემი მეგობარი თორნიკე და ეგრევე წამოვედით.
იმის მერე მეზიზღება ეგ ბიჭი და პირად შურისძიებაში გადავიდა ყველაფერი, რაც მას უკავშირდება.
ამ პოსტს მოჰყვება ვნებათაღელვა, წინასწარ გეუბნებით, რომ პოსტის წაშლას არ ვაპირებ წერეთ, რაც გინდათ.
ასევე, მინდა მივმართო ადამიანებს, ვინც აფინანსებს ამ ლუკას და თავის მეგობრების სამომავლო პოლიტიკურ კარიერას. უკაცრავად, ში* ხომ არ გაქვთ?!” – წერს კორძაია სოციალურ ქსელში.
ამ სტატუსის საპასუხოდ ლუკა ჭოხონელიძემ დაწერა, რომ არავის მისცემს უფლებას შებღალონ მისი ღირსება.
“ახლახანს ვესაუბრე რუსთავი2-ს, როგორი საოცარი დამთხვევაა, ამ მიმართულებით მეტ კომენტარს არ გავაკეთებ.
ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია და მინდა მკაფიოდ არის ის, რომ სიმართლის დადგენა (უფრო გასაჯაროვება) პირველ რიგში, ჩემს ინტერესშია.
სიმართლის დასადგენი გზებიდან ნებისმიერზე ვარ თანახმა – სასამართლოზე, პროკურატურაზე და ასე შემდეგ, ნებისმიერზე.
ამ თემაზე ჭორის დონეზე საუბარი, პირველ რიგში, მათ აზიანებს, ვინც მართლა წაწყდომია და აწყდება ამ ამორალურ საქციელს, სხვა მხვრივ კი, რაც მეტად მანაღვლებს ეს ჩემთვის ძვირფასი ადამიანების აზრია.” – წერს ლუკა ჭოხონელიძე.