მოძრაობა ნაბიჯის დამფუძნებელი, ლუკა ჭოხონელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ “უწევს, რომ ალბი კორძაიას ცილისმწამებლური ბრალდების გამო, სასამართლოში უჩივლოს.”
დღეს, პროევროპული აქციების აქტიურმა მონაწილე, ალბი კორძაიამ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ლუკა ჭოხონელიძე სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა და დაწერა, რომ ასევე აქვს ინფორმაცია გოგოს შესახებ, რომელიც მისი თქმით, ჭოხონელიძემ გააუპატიურა.
ჭოხონელიძეს გაუპატიურებასა და შევიწროებაში ადანაშაულებენ – შსს-მ მოკვლევა დაიწყო
“ეს არჩევანი იძულებითია, მაგრამ არის თემები რომლებიც სამართლებრივად უნდა გაირკვეს.
ერთადერთი მიზეზი, რამაც შეიძლება ეს გადაწყვეტილება შემაცვლევინოს ალბის მხრიდან ცილისმწამებლური ბრალდების უარყოფაა. ბოდიშის მოხდას არ ვითხოვ, არაფერში მჭირდება.
არ მწყინს ვინც სიტუაციის გარკვევამდე ეს საშინელება დაიჯერა, თუმცა მადლობა ყველას, ვინც მიცნობს და აზრადაც არ გაუვლია ამ საძაგლობის დაჯერება.” – წერია ჭოხონელიძის პოსტში.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, დაიწყეს საკითხვის შესწავლა და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება ფაქტს.