ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჭავჭავაძის გადაკეტვის გამო თსუ-ში ლექციები 1 დღით უქმდება

ჭავჭავაძის გადაკეტვის გამო თსუ-ში ლექციები 1 დღით უქმდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვის გამო, სასწავლო პროცესს 1 დღით აუქმებს.
"გაცნობებთ, რომ სასწავლო პროცესი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრძელდება ჩვეულ რეჟიმში. დაგეგმილი საგამოცდო პროცესი (თსუ ბიბლიოთეკის კორპუსში) წარიმართება განსაზღვრული გრაფიკით.
ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვის/სატრანპორტო მოძრაობის შეზღუდვის გამო, 18 ნოემბერს ვაკის ტერიტორიაზე მდებარე სასწავლო კორპუსებში დაგეგმილი სააუდიტორიო ან სხვა ტიპის მეცადინეობები შეჩერდება 1 დღით", - მისწერეს თსუ-დან სტუდენტებსა და ლექტორებს.
ოპოზიციამ ჭავჭავაძის გამზირზე კარვები გაშალა. ტერიტორია სრულად გადაკეტილია.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.